თამთა ჩაჩანიძე
27.07.2019

 ბოლო პერიოდში დედამიწაზე კლიმატი მკვეთრად იცვლება - ყოველ ზაფხულს ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს, ამჯერადაც, ევროპაში ანომალიური სიცხეებია, რასაც ადამიანების სიციოცხლეც კი შეეწირა. გაუსაძლისი სიცხეების გამო ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რაც გლობალური დათბობის გამო ხდება.

გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი ადამიანის საწარმოო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ე.წ „სათბური გაზების" ფენაა, სათბური გაზების ფენა ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც მინისებური ეფექტით დაუბრკოლებლად ატარებს მზის სხივებს, ხოლო სითბოს კი აკავებს.

„სათბური გაზების" მთავარი შემადგენელი კომპონენტებია: ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი, ამათგან მეტი წილი ნახშირორჟანგს უკავია,ნახშირორჟანგის გამოყოფა კი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ხდება.

აქედან გამომდინარეობს გონივრული დასკვნა, რომ ბოლოდროინდელი ადამიანების საწარმოო გააქტიურება, ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ავტომობილებისა და ტექნიკის სიმრავლე, გლობალური დათბობის ერთერთი მსხვილი ხელისშემწყობი ფაქტორია.

გლობალურ დათბობას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ადამიანები ნელნელა აქრობენ ჟანგბადის გამომყოფ საშუალებებს, საზოგადოების განვითარებასთან ერთად ხის მასალა ავეჯისა და სხვადასხვა საგნების დასამზადებლად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც ტყეების მასობრივი გაჩეხვის წინაპირობაა.

ხეები კი, რომლებიც მასალებისთვის ნადგურდება ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს და იწვევს ნეგატიურ შედეგებს, იზრდება ატმოსფეროში ნახშიროჯანგის დიოქსიდის რაოდენობა, რომელიც ნიადაგის ეროზიას იწვევს რაც შემდგომში უდაბნოდ იქცევა.

ბოლო მონაცემებით, კლიმატის ცვლილების პროცესი ბევრად უფრო დრამატულად ვითარდება, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ, გლობალური დათბობის შედეგად ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი, არქტიკის საშუალო ტემპერატურა სწრაფად იზრდება, მსოფლიო კი აქტიურად ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ პრობლემას.კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედება საქართველოს ეკოსისტემებს დიდ საფრთხეს უქმნის. საქართველო კი მოწყვლადია ისეთი ბუნებრივი კატასტროფების მიმართ როგორებიცაა : წყალდიდობები, მეწყრების, ზვავების და ღვარცოფები.

ტემპერატურის მატება და კლიმატის მკვეთრი ცვლილება უპირველეს ყოვლისა ადამიანების ჯანმრთელობაზე ძალზედ უარყოფითად მოქმედებს, სიცხეში თავს იჩენს ისეთი დაავდებები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, და ქრონიკული ტიპის დაავადებები, დაავადებების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს კი მოხუცები, ორსულები და ბავშვები განეკუთვნებიან.

კლიმატის ცვლილებასთან ერთად ადამიანების სიკვდილიანობის რიცხვიც გაიზარდა. ევროპაში წელს ანომალიური სიცხეები დაფიქსირდა, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 41,2 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა რამაც ადამიანების სიკვდილიანობაც კი გამოიწვია, საფრანგეთში სიცხეებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბელგიში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსი ცელსიუსია, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო1833 წლის შემდეგ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას" 2020 -30 წლის სგანგაშო პროგნოზს აქვეყნებს. ორგანიზაციის თქმით, გარემოს როლი იმედნად დიდია, რომ ავადობის გლობალური ტვირთის 24% და სიკვდილიანობის 23% გარემოს საზიანო ზემოქმედებას უკავშირდება. გახშირდება გულ-სისხლძარღვთა და რესპირატურული დაავადებები,სიმსივნეები, კერძოდ, კანის სიმსივნეები. კლიმატის ცვლილებისა და არსებული დაავადებების გამო, თაობები დაკარგავენ შრომისუნარიანობას, ეს აისახება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონასთან" გლობალური დათბობის მიზეზებზე საუბრობს.

„გლობალური დათბობის პროცესი დედამიწაზე ცირკულარული მომენტია, პრიოდულად დედამიწა თავსი მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგადად კოსმოსთან მიმართებაში რაღაცნაირად იცვლის ხოლმე კლიმატს, არსებობდა დიდი გამყინვარებები, მცირე გამყინვარებები, მაგრამ ამჯერად ითვლება, რომ დედამიწაზე ადამიანის აქტივობამ და განსაკუთრებით წიაღისეულის (მაგალითად საწვავის გამოყენებამ) თბო გამოყენებამ გამოიწვია ინტენსიური გლობალური კლიმატის ცვლილების დაჩქარება და შედეგად ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეგიონული კლიმატის ცვლილება.

„უკვე დიდი ხანია სცენარებია დამუშავებული, თუ როდის დაიწყება მყინვარების დნობის პროცესი, და შსაბამისად ეს საქართველოსთვისაც არ არის უცხო.

„კაცობრიობამ გლობალური დათბობის შესაჩერებლად სხვადასხვა მექანიზმი მოიფიქრა - მათ შორის არის „კლიმატის ჩარჩო კონვენცია", რომელიც ემსახურება ზუსტად იმას, რომ შენელდეს პროცესი და შემცირდეს „სათბური გაზების" ემისია, რომელიც არის დათბობის ყველაზე დიდი გამომწვევი ფაქტორი.

"შესაბამისად, ამაზე მთელს მსოფლიოში დიდი მსჯელობა მიდის, წელს იმართება მხარეთა შეხვედრა, რომელზეც იქნება ძალიან მკაფიოდ ნახსენები, რომ ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს გარკვეული ვალდებულებები. ეს წინა წელსაც პარიზის შხვედრაზეც იყო ნათქვამი, საქართველომ უკვე აიღო ვალდებულებები „სათბური გაზების ემისიის შემცირებაზე", რასაც უკვე 2019 წლის დეკემბრისთვის გაამკაცრებს." - ამბობს ჩხობაძე

ეკოლოგის თქმით, გლობალური დათბობის პროცესის უგულვებელყოფით და გახანგრძლივებით შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმები საერთოდ გაქრნენ.

„გლობალური დათბობის პრინციპით, ცოცხალი ორგანიზმების შესაძლოა ძალიან ბევრი სახეობა გაქრეს და ბევრი სახეობა ახალი წარმოიქმნას, ანუ როდესაც კლიმატი იცვლება, ცხადია, ცოცხალი ორგანიზმების სახეობების ადგილმდებარეობაც იცვლება, ძალიან ბევრი სახეობისთვის დათბობა დამღუპველი ხდება, უბრალოდ ვერ უძლებს და ვერ ეგუება.

"პრობლემაა იმიტომ, რომ საკვები არეალი აღარ აქვს, იმიტომ, რომ წყალი აღარ აქვს, რაც კატასტროფას იწვევს, მაგალითისთვის, ჩრდილოეთში თეთრი დათვების პოპულაცია მკვეთრად იკლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მკვეთრად იკლებს არქტიკაში ყინულოვანი ფენა,

"აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ეს ერთერთი ყველაზე მოწყვლადი სახეობაა, რომელმაც კლიმატის ცვლილების ძალიან დიდი ზემოქმედება განიცადა, ასეთ რამ ხდება თითქმის ყველა კონტინენტზე და მთავარი ის არის, რომ გაუდაბნოების პროცესი ჩქარდება.

„გლობალური დათბობის ყველაზე ცუდი სცენარი ის არის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გაქრება, არავინ იცის რამდენი ხანი გაგრძელდება დათბობის პერიოდი, ამას როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, აუცილებლად მოჰყვება აცივების პერიოდი, მაგრამ ამის ზუსტი პროგნოზირება არ არსებობს, უბრალოდ არსებობს სხვადასხვა ტიპის სცენარები, ერთერთი სცენარის მიხედვით, (თუ ასე გაგრძელდა პროცესი) მსოფლიო ოკეანეების დონე მაღლა იწევს დაახლოებით 50 სმ, ან 1 მეტრით, ამ სცენარის მიხედვით ძალიან ბევრ ქვეყანას ჩაძირვა ემუქრება, მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებისათვის ეს არის რეალური კატასტროფა ანუ ისინი მთლიანად შეიძლება წყლით დაიფარონ.

„ამიტომ მთელი მსოფლიოს ძალისხმევა ზუსტად იქითკენ არის მიმართული, რომ რამენაირად შეანელონ ეს პროცესი და მაგის გარდა მომზადდეს შერბილების ღონისძიებები, რომელიც მოსახლეობას მისცემენ საშუალებას შეეგუონ იმ პრობლემებს და ალტერნეტივები გამოჩნდეს კლიმატის ცვლილების ფონზე გამოწვეული ზემოქმედების შედეგად" - აცხადებს „რეზონასთან" ჩხობაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×