(რეზონანსი) ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გიორგი გახარიას შესახებ წერს :
„ქვეყნის ხერხემლად და მანამდე რკინის კაცად წოდებულმა ადამიანების დღევანდელმა ყოფამ დაადასტურა რომ მუდმივი არაფერია. მოვა დრო, რიგით გახარიას მაკო გომურებთან ერთად მოუწევს ცხოვრება. რეალობასთან, რომელსაც ახლა მწარედ გაურბის. რის სიმბოლოდაც იქცა ცალ თვალზე დაწერილი 20%. ზუსტად ამდენი პროცენტით შესძლებს ეს კაცი აწი თავისუფლებას.
მას ყოველთვის შეზღუდავს 20 ივნისი სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს.
მოვა დრო, საკუთარი შვილებისთვის მოუწევს ახსნა, რატომ დათხარა თვალები თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. კიდევ ბევრი რამის დრო მოვა, რაც ნიშნავს იმას რომ მთავარი ჯოჯოხეთი წინ აქვს რიგით გახარიას.
და ის რიგითი აუცილებლად გახდება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე