"ლევან ვასაძის ცხელ თავში რა წარმოიშვება, ამის ანალიზი გამიჭირდება, თუცმა, ფაქტია, რომ ეს ადამიანი დროშია აცდენილი. ეტყობა დაავაწყდა, რომ საქართველოში ცხოვრობს, სადაც მედიის თავისუფლება უკვე დამკვიდრებულია" - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას ბიძინა ივანიშვილისადმი.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს სასწრაფოდ შეიქმნას მედიარეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედისაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებს.
მისი თქმით, ქვეყნის დასალაგებლად რამდენიმე მედისაშუალების ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ციხეში უნდა ჩაჯდეს, რათა სხვებმა ჭკუა ისწავლოს.
"გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარტყავ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ, სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება"- მიმართავს ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს.
"ლევან ვასაძის ცხელ თავში რა წარმოიშვება ამის ანალიზი გამიჭირდება, თუცმა ფაქტია, რომ ეს ადამიანი დროშია აცდენილი. ეტყობა დაავიწყდა, რომ 21-ე საუკუნეა და საქართველოში ცხოვრობს, სადაც მედიის თავისუფლება უკვე დამკვიდრებულია.
"ეტყობა თვითონ, რასაც ფიქრობს, იმას ახმოვანებს, ფული კი აქვს, მაგრამ დაბოღმილია, თავისი განცხადებები ისევ მას დახვდება წინ. ასეთი მოსაზრებები არის შეტევა სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე, კიდევ კარგი რომ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან, სტალინის დრო რომ იყოს, გაცილებით მეტნი იქნებოდნენ ამ მოთხოვნების ავტორები.
"არ შეშინდეთ ჟურნალისტებო, ცეცხლგამძლე სამოსის ჩაცმა არ დაგჭირდებათ" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.