რეზონანსი
30.07.2019

 ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 1-ელ აგვისტოს ახალმთავრეობაა, რის გამოც სიტუაცია იძაბება და ზოდიაქოს ნიშნები ფრთხილად უნდა იყვნენ.

"ეს კვირა ცოტა იძაბება სიტუაცია, რადგან 1 აგვისტოს გვაქვს ახალი მთვარე. მეორე რთული პერიოდი გვექნება 13-18 აგვისტოს შუალედი, როცა სავსე მთვარე გვაქვს და ისიც დაძაბავს სიტუაციას. დანარჩენი პერიოდი მთლიანობაში ძალიან კარგია. თითქმის ყველა ზოდიაქოს აქვს შანსი საკმაოზე მაღალი, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ამიტომ შანსები 4 აგვისტოდან 13 აგვისტომდე და 18 აგვისტოდან 30 აგვისტომდე მაქსიმალურად გამოიყენეთ.

თუმცა რადგან ხუთშაბათს ახალმთვარეობა გვაქს, ეს რას ნიშნავს, ამ დღეს გლეხი ბალახს წყალსაც არ უსხამდა. ეს არის რთული, დაძაბული და ნეგატიური დღე, ამიტომ არავითარი ახალი საქმე, შეგიძლიათ დასახოთ, მაგრამ არ დაიწყოთ. არავითარი ხელშეკრულებები, რადგან ყველაფერი უკუღმა წარიმართება. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას. შემდეგი ახალმთვარეობა იქნება 30 აგვისტოს და ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი. თუმცა ზოგადად აგვისტო ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ივლისი და ივნისი" - აცხადებს ცაგარელი.

მისივე თქმით, ზოგადად აგვისიტოს თვეში ყველა ზოდიაქოს ნიშანი მეტ-ნაკლებად იგრძნობს უკეთესობას, რადგან განწყობა უკეთესდება.

"ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება", - ამბობს ასტროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×