„ალიანსი შეიძლება მივიღოთ, თუკი ბურჭულაძე და ხაზარაძე პოლიტიკაში შესვლას გადაწყვეტენ. თუმცა, პერსპექტივის მხრივ, ბურჭალიძის შემთხვევაში დიდი ოპტიმიზმი არსებობდა, შემდეგ ეს ოპტიმიზმი ჩაქრა და არჩევნების შემდეგ საკმაოდ მოკრძალებული შედეგი ჰქონდა. თვითონ ბურჭულაძე ხმების მომტანი არ არის, თუკი ასეთი გაერთიანება მოხდა,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ბურჭულაძე-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ საუბრისას.
საყვარელიძის განცხადებით, არც ხაზარაძე-ჯაფარიძის ალიანსს აქვს პერპექტივა, რადგან ისინი ამომრჩეველთა ფართო ფენაზე ვერ გავლენ.
„ხმების დიდი რაოდენობის მომპოვებელი არც ხაზარაძე-ჯაფარიძის ალიანსი იქნება. საზოგადოების ძალიან კარგი ნაწილის ხმები ექნებათ, მაგრამ ეს „ძალიან კარგი ნაწილი“ საკმარისი არ არის-ხოლმე. ფართო ფენებისთვის ალბათ ის ფაქტორი იმუშავებს, რის გამოც ისინი ბიზნესმენებს არ სწყალობენ.
„ამ ეტაპზე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. არის პარტიები, თუმცა ძლიერი არა. აქაც მეეჭვება, რომ ამ ფიგურების გარშემო დიდი ძალის კონცენტრაცია მოხდეს,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე დღეს გავრცელებულ თავის განცხადებაში ამბობს, რომ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ დღეს არსებული ვითარება, დაგეგმილი შავი პიარის ნაწილია. ბურჭულაძე ხაზარაძეს და ჯაფარიძეს სრულ მხარდაჭრას უცხადებს.