„ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ყველაზე მოკლე გზა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადის“ - ქუთელია
თამთა ჩაჩანიძე
31.07.2019

 ბოლო დროს ხშირად ისმის დიპლომატებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოსთვის ოკუპაციის თემა არ უნდა გახდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბათუ ქუთელია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველაზე მოკლე გზა ნატოში გაწევრიანებაა.

„ნატოს გაფართოებას ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ფორმალური წინაპირობა არ აქვს, რომ ოკუპირებულმა ტერიტორიებმა შეუშალოს ხელი - ამის გამოცდილება და პრეცედენტი ალიანსს აქვს, მაგალითად გერმანია როდესაც გახდა ნატოს წევრი, ორად გაყოფილი ქვეყანა იყო და გეოპოლიტიკური სიტუაციის შემდეგ (მშვიდობიანად ) მთლიანად გერმანია დღეს უკვე ნატოს წევრია.

„ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მიდის ანალიტიკურ წრეებში და შარშანაც და წელსაც ჰერითეიჯის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ნატოს წევრი ისე, რომ ეს კონფლიქტი რუსეთთან და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ იყოს ამის დამაბრკოლებელი.

„მე პირადად ვთვლი, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის ყველაზე მოკლე გზა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადის. ამას საკმაოდ ბევრი ადამიანი იზიარებს, მაგრამ, ბუნებრივია, ამას სჭირდება მუშაობა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადაიზარდოს."- აცხადებს იგი.

ქუთელიამ, ნატოს საქართველოში სამხედრო წვრთნების „მტკიცე სული 2019"-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„უსაფრთხოების საკითხები ბევრი კომპონენტებისგან შედგება და ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ასევე პარტნიორებთან თავსებადობის მაქსიმალურად დამუშავებაა, სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მაქსიმალურად თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების კუთხით.

„შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და ჩვენი პატნიორების ხშირი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, ზოგადად შავი ზღვის აკვატორიაში მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია რუსული სამხედრო აგრესიისა. შესაბამისად ეს წვრთნებიც მხარდაჭერის ღია და პირდაპირი დადასტურებაა და ასევე შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ რუსული აგრესია არ განმეორდეს.

„ეს წვთნები რაც საქართველოში ტარდება, არ არის მარტო საქართველოს საბრძოლო თეატრზე მორგებული, ეს არის ნაწილი იმ უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნებისა, რომელსაც ნატო შავი ზღვის რეგიონში ატარებს, აქ ჩართულია ბევრი სხვა პარტნიორი, თუ ნატოს წევრი ქვეყანა.

"შესაბამისად, ეს ემსახურება ერთ საერთო მისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვაო ხომალდები, ასევე ის ტექნიკა, რომელიც ამ წვრთნებშია ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვის საერთო უსაფრთხოებისთვის."-თქვა ექპერტმა.

ქუთელიასვე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა ემოციური გაღიზიანება რაიმე ქმედებაში გადაზარდოს, ძალიან დაბალია.

„რუსეთის გაღიზიანებას იწვევს საქართველოს ნეისმიერი წარმატება, დამოუკიდებლობა, ევროპაში ეკონომიკურად ინტეგრირება, სამხედრო პოლიტიკური კუთხით ინტეგრირება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენი არჩევანი თუ აღიზიანებს რუსეთს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა ემოციური გაღიზიანება რაიმე ქმედებში გადაიყვანოს არის ძალიან დაბალი, შესაბამისად ჩვენი ნატოშ გაწევრიანება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მთლიანად რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

"სანამ ეს პროცესი დასრულებული არ არის, რუსეთს უფრო მეტი სივრცე აქვს რეგიონალური დესტაბილიზაციისთვის, რასაც ის აკეთებს კიდევაც ბოლო ათი წლის განმავლობაში." - განაცხადა ქუთელიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×