ია აბულაშვილი
31.07.2019

 "საპროტესტო აქციები არ შეჩერდება, 20 სექტემბერს დადაგმილია დიდი აქცია, რა მოთხოვნები დაემატება ვერ გეტყვით, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც დაემატოს."

აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

დავით ზურაბიშვილი: რა მოთხოვნები დაემატება სამომავალოდ საპროტესტო აქციებს ვერ გეტყვით, ჯერ-ჯერობით მოთხოვნები იგივე რჩება - გახარიას გადადგომა, თუცმა, არ არის გამორიცხული, რომ მძიმე სოციალური ვთიარებაც დაემატოს.

20 სექტმებერს დაგეგმილია დიდი საპროტეტსო აქცია და მინდა გითხრათ, რომ ეს აქციები არ შეჩერდება. ხელისუფლების შეცდომებს ვერ ჩამოვთვლი, რადგან ხელისუფლება სულ შეცდომებს უშვებს და თავიდანვე შეცდომა იყო. მან თავისი თავი ამოწურა და ეს ხელისუფლება შესაცვლელია.

"რ": ოქრუაშვილისა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ მოტივს ხედავს აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება მყარი არგუმენტების წამოყენებას, რომ ეს ბრალდება გაანეიტრალოს?

დ.ზ: ხელისუფლებას რეპრესიების სურვილი კი აქვს, მაგრამ ვერ ახორციელებს. ჩინჩალაძის სასამართლოც ვერ შეძლებს დაამტკიცოს ხაზარაძის ბრალეულობა ფულის გათეთრების საქმეში.

ამ საქმეს სისრულეში ვერ მოიყვანენ, ალაბთ არჩევნებამდე დროში გაიწელება. თუ ეს მთავრობა შეიცვალა, საქმე საერთოდ დაიხურება.

"რ": ამ მოცემულობაში ხაზარაძეს აქვს შანსი დაიწყოს პოლიტიკური აქტივობა?

დ.ზ: ხაზარაძეს სავსებით შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური აქტივობა. მას აქვს პოტენციალი და გარკვეული სოციალური კაპიტალი, ამიტომ, თუ სწორ ნაბიჯებს გადაგამს 10-15%-ის ფარგლებში შედეგი ექნება. ყოველ შემთხვევაში პარლამენტში აუცილებლად მოხვდება.

"რ": ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ "რუსთავი" ის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, მაგრამ "მათ ბედნიერება ვერ შეატყო"- თუცმა იმედი აქვს, ამ საკითხზე საუბარი გაგრძელდება და თავადაც დაფიქრდება იმ წინადადებაზე, რომელიც "რუსთავი 2" -ის დამფუძნებლებიდან წამოვიდა. ასევე, ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას ქმნის, მისი განცხადებით მოლაპარკებები ინვესტორებთან შინ თუ გარეთ უკვე დაწყებულია, თუმცა ამ საქმეში ყველაზე დიდი იმედი აქვს თავის გუნდის და საზოგადოების შემოწირულობების. თქვენ როგორ ხედავთ "რუსთავი 2"-ის პერსპექტივას?

დ.ზ: ხალვაშის, აქიმიძის და დვალის შეთავაზებებზე საერთოდ დიდი ინტერესი არ მაქვს. მაგრამ არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ ივანიშივლმა ამხელა ომი იმიტომ წამოიწყო "რუსთავი 2"- ის ხელში ჩასაგდებად, რომ ვინმეს რაღაც შესთავაზოს. მისი მიზანი იყო გაეჩერებინა ეს ტელევიზია. ამიტომ, ის უფრო მიკვირს ვინმეს თუ ამის ილუზია ჰქონდა.

ეჭვი მაქვს რომ ფინანსურად გააკოტრებს ან სულაც გაყიდის. ამ შეთავაზებას რა აზრი აქვს, 40%-ის მიცემს თუ 10%-ს, ტელევიზიის მართვას მაინც ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა მისცეს 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება გვარამიას განაცხადებს ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს ფინანსურ ხარჯებთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული, როგორ ან ვისი შემოწირულობით შეიქმნება ამასაც ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტელვიზია გაიხსნება და რუსათვი 2-ის ჯგუფიც არ დაიკარგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×