რეზონანსი
31.07.2019

 (რეზონანსი) ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. წელს უნარებში უმაღლესი შეფასება - 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

გამოქვეყნებული შედგებით ცნობილი გახდა, რომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ნუცა ცირეკიძემ, რომელმაც ქუთაისის #9 საჯარო სკოლა დაამთავრა.

როგორც ნუცამ „პრაიმტაიმს" უთხრა, ის აბარებს ბიოქიმიის ფაკულტეტზე, სან-დიეგოს უნივერსიტეტში.

„უნარების გამოცდა საკმაოდ რთული მომეჩვენა საერთო ჯამში და ნამდვილად გამიხარდა შედეგი", - ამბობს ნუცა.

ასევე, 79 ქულა მიიღო ანუკი გოცაძემ, რომელიც კერძო სკოლა „ქართული სასწავლებლში" სწავლობდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×