გიორგი რამიშვილი: „ევრონიუსთან პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც“
რეზონანსი
01.08.2019

 წინა კვირის უმნიშვნელოვანეს საინფორმაციო ამბად უნდა ჩაითვალოს ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებაზე. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი არხი და ციფრული პლატფორმა. 

„ევრონიუს საქართველო“ ევრონიუსის მესამე ფრენჩაიზინგის პროექტია, მას წინ უძღვოდა 2018 წლის ნოემბერში ევრონიუს ალბანეთის და ივლისის მეორე დეკადაში „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება. ეს პროექტები ემსახურება ევრონიუსის სტრატეგიულ გეგმას - გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური“ მედია. ამასთანავე მემორანდუმის ხელმოწერისას ხაზგასმულ იქნა პროექტის პოლიტიკური და მორალური დატვირთვაც - ფაქტია, რომ ეს არ არის ჟურნალისტის მოვლინება რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით - ეს უკვე მაღალი ცნობადობისა და რეპუტაციის მქონე სრული მედიასაშუალებაა, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს. სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა ტექნიკურად კარგად აღჭურვილი საიმედო პარტნიორი.

ევრონიუსი 1993 წელს ლიონში დაარსდა ისმსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის სანდო ინფორმაციას. მისი მიზანია შეუქმნას მაყურებელს ყველა საშუალება მოვლენებზე საკუთარი აზრის ფორმირებისთვის. იგი უდავოდ მიუკერძოებელია და მაყურებელს აწვდის განსხვავებულ და მრავალფეროვან ინფორმაციებს. მათი პოზიცია უცვლელია: „გავაჟღეროთ ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა“. 2017 წელს კომპანია მაუწყებლობის ახალ მოდელზე გადავიდა, დაარსდა 12 სხვადასხვა სარედაქციო პლათფორმა, რომელთა საშუალებითაც ევრონიუსი განსხვავებულ აუდიტორიებს მათზე მორგებულ კონტენტს აწვდის.

სილქნეტიქვეყნისუმსხვილესიფიქსირებულიქსელისმქონეპროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას  4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან

ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი,   IPTV   და მობილური ქსელი.

„ევრონიუს საქართველო“ მოახდენს როგორც ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ ასევე ქართული ფრენჩაიზინგის მიერ რეგიონში მომზადებული კონტენტის ტრანსლირებას. 

ფაქტია, სილქნეტი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვასა და გამყარებას. როგორც სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა წარმატებული იქნება: „საქართველოში ევრონიუსის პარტნიორი სილქნეტია. ამ პარტნიორობის მიზანია „ევრონიუს საქართველოს“ შექმნა. ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

ევრონიუსთან პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა -All Views, All Voices, All Welcome - რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე.
დღესსილქნეტიარისმაღალტექნოლოგიურიკომპანია,   რომელიცსაქართველოს
მომხმარებელსსატელეკომუნიკაციოპროდუქტებისსრულსპექტრსსთავაზობს.   
კომპანიას შექმნილი აქვს „სილქ სპორტ“ და „სილქ კინო“ და საბავშვო არხები, რომელიც SilkTV-ის მეშვეობით მაუწყებლობს. ასევე არხი „სილქუნივერსალი“, რომელიც ციფრული სიგნალით ვრცელდება საქართველოს მასშტაბით.  
ახლა უკვე უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტიც დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება.“
მემორანდუმის გაფორმებისას ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ პიტერსის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორის შერჩევისას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სამი საკითხი: ხედვა, ღირებულება და ნდობა. მან ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ შეასრულოს თავისი როლი: გააშუქოს სხვადასხვა ხედვა, შეუქმნას ადამიანებს თავისი აზრი და დაეხმაროს მათ შეიცნონ გარემო. ნდობა კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და სწორედ ამიტომ სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას თავად ევრონიუსი განსაზღვრავს. იგი თავად დანიშნავს ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკისა და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომლებიც თანხვედრაშია  მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (სარედაქციო დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სხვ.).
„მე ამ პროექტს ვხედავ როგორც ხიდს საქართველოსა და ევროპას შორის. ხიდი კი ორმხრივი მოძრაობაა. ჩვენი მხრიდან ცალსახაა სურვილი და მცდელობა იმისა, რომ საქართველოში შემოვიტანოთ ევროპული მედიასტანდარტი. იმედი მაქვს საპასუხო მხრიდანაც იგივე მოხდება. ძალიან კარგად ვიცით აქ მიმდინარე მოვლენები. არაერთჯერ ვარ ნამყოფო საქართველოში, ვიცნობ ამ ქვეყანას და ვაფასებ მის უნიკალურ თვისებებს თუ მის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მდებარეობას რეგიონში. ამიტომ „ევრონიუს საქართველოს“ მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი ახალი ტელეარხი. ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით ვუზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. მოუთმენლად ველით სილქნეტთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,“ - განაცხადამაიკლ პიტერსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×