თამთა ჩაჩანიძე
01.08.2019

 „რუსეთი გენოციდს იმიტომ გვაბრალებს, რომ ეს არის „გაღმა შეედავეს" პოლიტიკა," აცხადებს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური „რეზონანსთან" საუბრისას.

"1918-21 წლებში, სანამ არსებობდა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, მის წინააღმდეგ იბრძოდა ოსეთის რევოლუციური კომიტეტი, რომელიც 1917 წელს შეიქმნა და მათ რუსი ბოლშევიკების დახმარებით, ხელსეწყობით, ორგანიზებითა და წაქეზებით საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს სამი აჯანყება, მესამე აჯანყება მოხდა 1920 წლის 7 მაისის შემდეგ, ხოლო ამ დღეს კი რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო.

„მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გიორგი ჩიჩერინმა გამოგვიგზავა ნოტა, ოსეთს ნუ ავიწროვებთო. აქედან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიწერა, რომ არავითარი ოსეთი საქართველოში არ არსებობს, ოსეთი არის თქვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ტერიტორიაზე რაც არის, ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და თქვენ არავინ არ გეკითხებათ, აქ რა ხდებაო. მაშინ რუსეთმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, საერთაშორისო ვითარებაც ასეთი იყო მისთვის და იმ მომენტში ვერ მოახერხა ჩვენს საქმეებში ჩარევა და შემდეგ აჯანყებას აღარ დაუჭირა მხარი.

„როდესაც 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქნმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ისინი ითხოვდნენ მონონაციონალური ოსური სახელწიფოს შექმნას, ქართველები იქ მეტნი ცხოვრობდნენ, 1922 წლისთვის იქ იყო სულ 613 ოსი ცხოვრობდა, ქართველები და არა მარტო ქართველები, სომხებიც და ებრაელებიც ოსებზე ორჯერ მეტნი იყვნენ.

„ეს აჯანყება იყო პირდაპირი პროვოკაცია მოწყობილი ბოლშევიკების მხრიდან, შემდეგ ეს აჯანყება ჩაახშვეს, როდესაც მათთან მოლაპარაკება არაფრით არ გამოვიდა. მაშინ ქართველი ჯარის მთავარსარდალი ვალიკო ჯუღელი იყო," - ამბობს ისტორიკოსი.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ოსების აჯანება ხდებოდა, რუსი მოხელეები წერდნენ იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი ოსი ხალხის თავდასხმებისაგან დაეცვათ.

„სხვათა შორის, მეფის რუსეთის დროს, რუსი მოხელეები წერდნენ, რომ ან დავიცვათო ქართველებიო, ან იარაღი მივცეთო, რომ თავების დაცვა შეძლონო, იქ ისეთ თავდასხმმებს აწყობენ ოსებიო და ისე აწიოკებენ ადგილობრივ მოსახლეობასო, სიმართლე და რეალობა ეს არის.

„ხომ არის ერთი რაიონი, რომლსაც ზნაური ჰქვია, იცით რატომ ჰქვია ეს სახელი? იყო ერთი ყაჩაღი, რომელსაც ზნაურ აიდაროვი ერქვა, რომელიც შემდეგ ბოლშევიკებმა თავიანთ რიგებში ჩარიცხეს, ქართველი მოსახლეობოს დაწიოკებისთვის და მკვლელობისთვის რუსებმა დააფასეს და რაიონს მისი სახელი მიანიჭეს," - განაცხადა ოთხმეზურმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×