რეზონანსი
02.08.2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლს ცეცხლი თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ადგილზე თელავის და გურჯაანის სახანაძრო-სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. მამაკაცი პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 188-მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×