რეზონანსი
02.08.2019

 „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორი გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში იმყოფება. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთაა.

„საქართველოში არის ოლიგარქია. ეს საკითხი უკვე გარკვეული და გაცნობიერებულია არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. გუშინ, მათთან მთელი დღე ვსაუბრობდი. ეს ემსახურება იმას, რომ ახალი ტელევიზია ვერ გავაკეთო, მაგრამ მაინც გავაკეთებ და მეორე, გააკოტრონ „რუსთავი 2“, რასაც აუცილებლად გააკეთებენ და მე დამაბრალებენ. დამაბრუნონ და კიდევ გავისტუმრებ ხელფასებს, ვაცოცხლებ ამ კომპანიას კიდევ შვიდი წელი“, – აღნიშნა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×