რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასმართლოში მივიდა. დაკითხვის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

გვარამია იმ გამოძიებას, რომელიც გენპროკურატურამ დაიწყო, აბსურდულს უწოდებს.

„აზრზე არა ვარ, რასაც მკითხავენ და რაც მახსოვს იმას ვუპასუხებ... ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და რომ მჭირდებოდეს, შემიძლია ისე ჩავიდინო, კვალი არ დავტოვო. იურისტი ვარ, თან ძალიან კარგი იურისტი"- ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია დაკავებასაც არ გამორიცხავს:

„კუპრავას შეუფარდეს ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის 9 თვე და როგორ არ გამოვრიცხავ. ამ ქვეყანაში სამსიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან და ყველაფერია მოსალოდნელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, საქარველოში არის ოლიგარქია და ეს გაცნობიერებული გვაქვს, როგორც საქართველოში, ისეც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×