რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვრამიას სასამართლოში გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ შესაძლოა არ დაიჭირონ, მაგრამ სამაჯურს გაუკეთებენ.

„ცხადია ბიძინა ივანიშვილის მთავრი მოტივაციაა, ხელი შეუშალოს ნიკას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გაკეთებას. გამოვრიცხავ რომ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს ალბათ გაუკეთებს.

ჰოდა, ვხედავ ნიკას სახლიდან სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში. იქნება უპრეცედენტო გადაცემა, სუპერ რეიტინგით. ან ჯანდაბას, თუ დაიჭერს, პირდაპირებს ციხის პერიმეტრიდან (ცხადია სხვა წამყვანით)

ანუ, რაც უფრო მეტს ებრძვის ბიძინა ნიკას, მით მეტად ეფექტურ ოპონენტს იღებს. ერთი რუსთავი 2 -ით "იხეირა" და მეორე ნიკასთან ომით "მოიგებს". ჩიხი ქვია მაგას ბატონო ბიძინი, ჩიხი. "ზადნით" გამოდით. ისეთი სივიწროვეა ვერ მოტრიალდებით", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება.

ის ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×