რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) აივნის ჩამონგრევის შედეგად ქუთაისში 78 წლის გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის შესახებ "Megatv.ge" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აივანი მაშინ ჩამოიშალე, როდესაც ქალი იქ იდგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ჩამოშლილი აივნიდან ჩამოვარდილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხედა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოხუცი მარტოხელა იყო და მისი ახლობლებლები რუსეთში ცხოვრობენ.

მათივე თქმით ხარებავას ქუჩაზე, ეს აივნის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და ისინი აივნების გამაგრებას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზიებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×