რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „ფორმულა კრეატივის" დირექტორის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, მათი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი ზუკა გუმბარიძე მოიაზრება ახალი ტელევიზიის დირექტორად.

ზუკა გუმბარიძე სარეკლამო კომპანია „ინტერმედიის" დირექტორია, რომელიც რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი სარეკლამო სახლია.

გუშინ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ „ფორმულა კრეატივმა" ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ „ფორმულა კრეატივი" ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×