რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში 2020 წელს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას რუსული მედია საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ის მიერ გავრცელებულ რელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. კონცერტი მოსკოვში 2020 წლის 27 მარტს იყო დაგეგმილი.

რუსეთის ფედერაციის საბჭოში მომღერალ ნინო ქათამაძის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერალის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, რომელშიც განაცხადა, რომ ის რუსეთში აღარ იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×