რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ბიძინა ივანიშვილის საქმე უკვე მაშინ იყო ცუდად, ადეიშვილი ჭკვიანი და გონიერი მოღვაწე იყოო. იმ საზოგადოების საქმე ცუდადაა, ადეიშვილი ჭკვიანი და გონიერი სახელმწიფო მოღვაწე რომ ჰგონია. ვიღაც დასჭირდა მისი გაცოცხლება და დასაჭერ ტიპს უსმენენ და საზოგადოების ნაწილი ამ აშკარად გამომოკვეთილი კომპლექსების მქონე ავადმყოფით მოხიბლულია.

p.s. 4,5 წელი ერთ დარბაზში გავატარეთ. დიდი, არა, მაგრამ საკმარისი კონტაქტი გვქონდა ერთმანეთთან მაშინ იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სახეზე იყო, რაც იყო. სააკაშვილის ერთ-ერთი თვითმკვლელობის ტოლფასი გადაწყვეტილება!შევახსენებ მიხეილ სააკაშვილს მის კაბინეტში ჩვენს საუბარს - ჩვენ ორნი ვიყავით, - მისი ინიციატივით იმ პერიოდში საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და უკვე უჩემოდაც ჰქონდა სრული ინფორმაცია ჩემს გამოსვლებზე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სათაო ოფისებში, უშიშროების საბჭოსა და სხვა დეპარტამენტებში.

„მიშა გინდა გავიყვანოთ ქვეყანა ორბიტაზე?! 15-20 კაცია საჭირო და დანარჩენი - პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ამ შენი „ტრუსიკის ძმაკაცებით" არ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. დაიღუპები. ხომ ვხედავ, შევარდნაძე ყველაფერს თქვენ ჯგუფს აძლევს" მიპასუხა, რომ „პოლიტიკაში „ტრუსიკის ძმაკაცები" არ მყავს". მართალი მე გამოვედი. საკაშვილი სოლიპსიზმმა და ასაკმა, მისმა დაუმდგარმა ბუნებამ დაღუპა არადა, საუკეთესო დრო იყო უმძლავრესი განვითარების დასაწყებად, ქვეყანამ კი გრძელვადიანი აღმავლობა-განვითარების საუკეთესო შანსი გაუშვა ხელიდან.

საუკეთესო ძალების მობილიზაცია შეიძლებოდა. ახლაც ხელისუფლებაში იქნებოდა. კიდე ერთი დამატება: ეს კითხვა ბიძინა ივანიშვილსაც დავუსვი. შედეგი იგივეა", - წერს გიორხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×