რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) უბედური შემთხვევა თურქეთში - კანეკალეს პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 მგზავრი, 15 კი - დაშავდა.

მაშველების ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და ერთი მცირწლოვანი ბავშვია.

ავტობუსი რეისს კანეკალედან ანკარის მიმართულებით ასრულებდა, ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოულოდნელად ცეცხლი მოედო.

გამოძიების ცნობით, ცეცხლი ავტობუსის სალონში გაჩნდა, თუმცა რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×