რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში აქციის დაშლასთან ერთად სამართალდამცავები აქტივისტების ბინებში ჩხრეკას ატარებენ. ამ დროისთვის დაკავებულია 390-მდე ადამიანი, აქედან 6 ჟურნალისტია, მათ შორის სამი უცხოელი.

დაკავებულია კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი. ისევ დააკავეს დეპუტატების დაურეგისტრირებელი კანდიდატი კონსტანტინ იანკაუსკასი, რომელმაც მთელი გასული კვირა ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაატარა.

დააკავეს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კალიაპინი. ცნობილი გახდა ისიც, რომ მოსკოვის პოლიციის ორ რაიონულ განყოფილებაში დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ.

შეგახსენებთ, მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეები საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×