(რეზონანსი) „2015 წლის მერე მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება. ანუ დღეს არის და ამით უნდა ვიცხოვროთ", - ამბობს "სარკესთან" განო მელითაური. 2015 წლის აპრილში კი იყო დიდი ტრაგედია - ქმრის, მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელი გარდაცვალება.
„10 და 15 წლის მერე თუ ვიქნები ჯანმრთელი და ვიქნები დედამიწაზე, კვლავ სიამოვნებით ვიქნებოდი წარმატებული ისევ ისეთი ღირებულებებით, როგორითაც ვარ დღეს. არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები დაბერებული და უშნო. მგონია, რომ გენეტიკურად ნაოჭებისადმი მიდრეკილება არ მაქვს.
ვიქნები ისევ ისეთი აქტიური, მექნება საკუთარი ბიზნესი, რომელიც ათჯერ უფრო კარგ საქმეს გააკეთებს თავისი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ადამიანი მეყოლება დასაქმებული. მეტ პროდუქციას გავიტან საერთაშორისო ბაზარზე, კოლექციებს მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზე წარვადგენ. იმედია, შევძლებ, რომ შვილებთან ერთად ბევრი ვიმოგზაურო და მათ ბევრი ღირსშესანიშნაობა ვაჩვენო", - ამბობს განო მელითაური.