(რეზონანსი) სოციალურ ქსელებს Instagram და WhatsApp-ს დაემატება სახელწოდება ფეისბუკი. ამის შესახებ The infomation ავრცელებს.
Instagram და WhatsApp-ის განახლებული სახელწოდებები ექნებათ, როგორც Apple store და Google Play-ში, ასევე აპლიკაციის გახსნის შემთხვევაშიც. მობილური მოწყობილობების ეკრანზე, პროგრამები იგივე სახელწოდებით დარჩება, თუმცა აპლიკაციებში შესვლისას მათ უკვე განახლებული სახელები ექნებათ.
„ფეისბუქის" სპიკერის ბერტი ტომსონის თქმით, ეს მიუთითებს, იმას რომ აპლიკაციები „ფეისბუქის" საკუთრებაშია.
გავრცელებული ინფორმაციით „ფეისბუქი" ასეთი გადაწყვეტილებებით ცდილობს, ბოლო დროს განვითარებული სკანდალების ფონზე კომპანიის რეპუტაციის აღდგენას.
Facebook- ის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის მარტში დაიწყო.
საქმე ეხება ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica- ის სკანდალურ საქმეს, რომლის თანახმად სოციალური ქსელი 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებს კანონის დარღვევით, აღნიშნულ კომპანიას გადასცემდა.
(პრაიმტაიმი)