"შეიძლება ივანიშვილი აპირებს რაღაც სიახლის იმიჯი შესძინოს "ქართულ ოცნებას". სიახლის ხაზი, რა თქმა უნდა პიარს ნიშნავს და კარგ შთაბეჭდილებას შექმნის, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს ნაბიჯი შედეგიანი აღმოჩნდეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი სექტმებერში სამთავრობო ცვლილებებს გეგმავს.
რამაზ საყვარელიძე: შეიძლება ივანიშივლი აპირებს რაღაც სიახლის იმიჯი შესძინოს "ქართულ ოცნებას". სიახლის ხაზი, რა თქმა უნდა, პიარს ნიშნავს და კარგ შთაბეჭდილებას შექმნის, მაგრამ მოხერხდება ამ პიარის გაკეთება? კიდევ ერთი მომენტი, როცა მთავრობას ანახლებ, არის მოლოდინი, რომ ახალ მინრისტრთა კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები და რაც მთავარია პროფესიონალები, რომლებიც საქმეს გაუძღვებიან და ვითარებას შეცვლიან ქვეყანაში.
ჩემი აზრით, ასეთი სერიოზული ფიგურების დათანხმება გაუჭირდებათ იმ ერთწლიანი ციკლის გამო, რომელიც დარჩა არჩვნებამდე, თანაც ბუნდვანი პერსპექტივით, რომ "ოცნება" კვლავ გაიმარჯვებს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ხალხის შოვნა გაუჭირდებათ, მაღალი კლასის პროფესიონალების, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან მაღალანაზღაურებად სამსახურებში, მათ ვერ ეტყვი, რომ ერთიწლიანი ციკლის გამო დატოვე ეს სამსახური და ვერ იმას შეპირდები, რომ ისინი მომავალში მინისტრებად მუშაობას გააგრძელებენ. ამაზე არავინ არ წამოვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი შედეგიანი აღმოჩნდეს.
"მთელი კვირა": სწორედ ამაზე მიუთითებს ოპოზიცია, რომ რადაგნ "ოცნებას" არა აქვს გამარჯვების მყარი გარანტია და მომავალ პარლამენტში უმარვლესობით ვერ მოვა, შეიძლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ჩაშალოს და არჩევნები ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩაატაროს.
რ.ს: მაშინ რატომ იდგა ოპოზიცია ამდენი ხანი რუსთავალზე? ერთადერთი მიღწევა ამ საპორტეტსო აქციების სწორედ საარჩევნო სცენარში შეტანილი ცვლილებაა, გამოდის, რომ ყველაფერს აზრი ეკარგება.
"მ.კ": იმასაც ამბობენ, რომ ოპოზიციაში განხეთიქილების ერთ-ერთი მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემაა, "ნაციონალებს" არ აწყობთ ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება და ბლოკების შექმნაზე "ოცნების" უარი. "ევროპული საქართველო" კი ყველა პირობაზე თანახმაა.
რ.ს: "ევროპულ საქართველოს" თავიდანვე ჰქონდა იმის პრეტენზია, მესამე ძალის ნიშა დაეკავებინა, მაგრამ რამდენი გაუჭირდა "ნაციონალურ მოძრაობას", იმდენი გვერდში დაუდგა. "ევროპულმა საქართველომ" ვერ შეინარჩუნა თავისთავადობა, იგი მესამე ძალად ვეღარ ჩამოყლიბდება და აღიქმება, როგორც "ნაციონალური მოძრაობა 2".
"მ.კ": გაუფასურებული ლარი, ეკონმიკური კრიზისი, მომატებული ფასები, დღეს ეს საკითხებია ოპოზიციის მთავარი კოზირი და არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომაზე "სოციალური აფეთქება" მოხდეს.
რ.ს: აფეთქება ხდება, როცა არჩევნების იმედი აღარ აქვს ადამიანებს და მიდიან რევოლუციური გზით. მაგრამ როცა კარზე არჩევნებია მომდგარი, საარჩევნო ყუთებში ჩააგდონ, ვისაც უჭერენ მხარს და შეიცვლება ხელისუფლება, ამას აფეთქება აღარ დასჭირდება.