
ასტროლოგი რამაზ გიგაური აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
"აგვისტოში მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება. 4 აგვისტომდე საგრძნობი იქნება ივლისის ნეგატიური გავლენა, თუმცა მთლიანობაში "იოლი" და პოზიტიური თვე იქნება.
მიუხედავად გარეგნულად მშვიდი სიტუაციისა, აგვისტოში ემოციური ფონი მაინც დაძაბული იქნება. არ არის გამორიცხული განგაშის განცდაც. ამას გაამძაფრებს 11-12 აგვისტოს იუპიტერისა და ურანის მოძრაობის მიმართულების შეცვლა. ეს სოციალურ ცხოვრებას გაართულებს, რადგან განსაკუთრებულად მოიმატებს საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე ზღვარგადასული წარმოდგენა, თავისუფლების მძაფრი განცდა და რევოლუციური განწყობა. მოსალოდნელია ნერვული დაძაბულობა, რადგან ადამიანებში ასევე მოიმატებს რაღაცის შეცვლისა და ახლის გაკეთების სურვილი, რაც იოლი არ იქნება. მოსალოდნელია "ძველის" - "ახალთან" დაჯახება და ამის გამო შექმნილი კონფლიქტი. თუმცა ეს დადებითი ტენდენციების განვითარებას ხელს არ შეუშლის.
15 აგვისტოს სავსემთვარეობა უფრო პოზიტიური იქნება და მისი გავლენა მოიტანს სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას პირად ცხოვრებაში.მთლიანობაში აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა პოზიტიური, თუმცა არასტანდარტული იქნება. საქმიან ცხოვრებასა და ბიზნესში მოსალოდნელია ძველი პოზიციების შენარჩუნების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
15 აგვისტოდან მოვლენები კიდევ უფრო დარეგულირდება, ეს კარგი დრო იქნება აქტიური მოქმედებებისთვის და ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. ეს სასიკეთო პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთ ახალმთვარეობას ვიხილავთ (30 აგვისტოს), თუმცა არც ეს დღე იქნება განსაკუთრებულად ნეგატიური, უბრალოდ ყურადღებას მოითხოვს 29-30 აგვისტო. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული რადიკალური ცვლილებები და იმპულსური რეაქციები.
30 აგვისტოს კი ახალმთვარეობაა და არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა აქტიური და ენერგიული დღე იქნება. მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით მოვლენების ავტომატურად განვითარება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე