რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა 2020 წლის არჩევნებში შეტანილ ცვლილებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებს იღებს წნეხის ქვეშ და არა, შინაგანი რწმენით.

„იდეალური საარჩევნო კანონმდებლობა არ იქნება, ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის, თუმცა ეს კანონმდებლობა იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ნებისმიერ წინა არჩევნებზე. იდეალური არ იქნება, რადგან "ქართული ოცნება" ამას აკეთებს ზეწოლისა და წნეხის ქვეშ და არა რწმენით, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის მცდელობა, რომ ყვავს კიდევ ერთი კაკალი გავაგდებინოთ", - განაცხადა კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×