რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს წესი „ოდირის" რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის მიღებული.

„ეს იყო ოდირის რეკომენდაციები, რომ უნდა მოწესრიგებულიყო სიძულვილის ენა. არსებობს ზოგადად კონვენციური განმარტებები სიძულვილის ენის და ქსენოფობიის. ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ აქტში ავსახოთ ის განმარტებები, რომლებიც იქნება შესაბამისი კონვენციურ განმარტებებთან. ასეთ დროს ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება არ არის სწორი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩვენები ჩატარდება.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×