რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიას განცხადებით 18 წლამდე ახალგაზრდები არჩევნებში უნდა მონაწილეობდნენ.

მას ასევე სხვა კითხვებიც აქვს, რომელიც 18 წლამდე ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება.

„თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებას ვაძალებთ ჯარში, მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელეს აქვს და 18 წლამდე ახალგაზრდებს არ აქვთ. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. დანარჩენი აქ ხალხია მოსული იმისთვის, როგორ უნდა იყოს განაწილებული ბიუჯეტის ფული, ვის რამდენი შეხვდება არჩევნების შედეგად, ასევე რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ადმინისტრაციულ ორგანოებში," - განაცხადა ხვიჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×