ია აბულაშვილი
05.08.2019

 "პროპორიციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება აწყობს მცირე პარტიებს, მათ უნდათ, რომ თავისი ხმა ჰქონდეთ პარლამენტში; თუ თეორიას გამოვიყენებთ, მიაწოდონ პარლამენტს ხალხის ხმა.

"ამ სისტემით არჩევნების ჩატარება კარგია იმითაც, რომ პარლამენტი პლურალისტური გახდეს, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან უარყოფითად ვაფასებ ცვლილებას, რომლის თანახმადაც პარტიების რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პროექტს.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას. მოხდება საეთერო დროის თანაბრად განაწილება პოლიტიკურ პარტიებზე,

საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება ისე, რომ ოპოზიციას გარნატირებულად მეტი ადგილი ექნება, ვიდრე მმართველ პარტიას. ასევე, მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერა იქნება საჭირო იმისთვის, რომ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და სხვა.

როგორც მმარველ გუნდში აცხადებენ, ეს ცვლილებები მმართველი გუნდისთვის ნიშნავს საკუთარ უპირატესობაზე უარის თქმას. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ეხება, მიზნად "გაერთიანებული ოპოზიციის" დაშლას ისახავს და აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ ტყულიად ნუ წვალობენ, რაც არ უნდა ჩაწერონ კანონში "გაერთიანებულ ოპოზიციას" ვერ დაშლიან.

"პროპორიცული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება აწყობს მცირე პარტიებს, მათ უნდათ, რომ თავისი ხმა ჰქონდეთ პარლამენტში; თუ თეორიას გავყვებით, მიაწოდონ პარლამენტს ხალხის ხმა. ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას გამართლება იმითაც აქვს, რომ პარლამენტი პლურალისტური გახდეს და შესრულდება ეუთოს რეკომენდაციები, გვქონდეს ახალი საარჩევნო სისტემა.

"პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლა დადებითი მოვლენაა, თუმცა, აქვს უარყოფითი მხარეც, შეიძლება პარლამენტი ქმედუუნარო გახდეს, რადგან ბევრი პარტია შევა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად პატარ-პატარა პარტიები გამოიყენოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, რადგან დაიწყება ვაჭრობა;

"ალბათ ამას უკავშირდება "გაერთიანებული ოპოზიციის" შენიშვნაც, რომ ეს იყოს მმართველი გუნდის სტრატეგიული ხაზი დაშალოს "გაერთიანებული ოპოზიცია". ანუ მცირე პარტიები, ხმას წაართმევენ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" - "ოცნება" კოალიციურ მთავრობას შექმნის "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშე.

"რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ქვედა დონის საარჩევნო კომისიებს, რომლებიც დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, არა იმიტომ, რომ ამას ამბობს მმართველი გუნდი, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს კომისიების მუშაობის დროს და ოპოზიციის როლი გააძლიეროს.

"პარტიების რეგისტრაციას 2020 წლის არჩევნებისთვის 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით ცვლილებას უარყოფითად ვაფასებს. მე ვფიქრობდი, რომ რეგისტრაციისთვის პარტიებს რომლებსაც სჭირდებოდათ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა, უფრო გაზრდილიყო, მაგალითად 50 ათასამდე. ახლა თუ შემცირდება, 15 ათასამდე მაინც უნდა დაეყვანათ, მე ასე ვფიქრობ.

"დადებითი მომენტია საეთერო დროის სამართლიანად განაწილება პოლიტიკურ პარტიებზე. რამდენადაც ვიცი, ასევე უნდა გადაწყდეს საარჩევნო უბნებზე გაკოტროლების საკითხიც"- აცხადებს "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×