რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) მიკროავტობუსით მგზავრობა ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით 15 ლარის ნაცვლად დღეიდან 20 ლარი ღირს. ასევე, გაძვირდა მგზავრობა ქუთაისამდე და 5 ლარის ნაცვლად 7 ლარის ღირს.

როგორც ოზურგეთის ავტოსადგურში ამბობენ, ფასების მატება ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია:

„ვცდილობდით საფასური არ გაგვეზარდა, ალბათ, ათი წელია ეს ტარიფი გვქონდა, მაგრამ ბოლოს ძალიან გაძვირდა საწვავი, რაც ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია. ჯერჯერობით თბილისის და ქუთაისის მიმართულებით მოხდა ცვლილება. ბათუმი იგივე რჩება - 5 ლარი, ხვალ არც მაგას გამოვრიცხავთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×