რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე და მასობრივ მკვლელობაზე სიკვდილით დასჯა უნდა დაწესდეს.

ტრამპმა თქვა ისიც, რომ სიკვდილით დასჯა ასეთ შემთხვევებში უნდა განხორციელდეს „სწრაფად, გადაწყვეტილად, ყოველგვარი გადადების გარეშე".

ელ პასოში მომხდარ ტრაგედიას ფედერალური მთავრობა ადგილობრივ ტერორიზმად მოიხსენიებს.

აშშ-ში, ტეხასის ქალაქ ელ პასოში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. საქმეზე უკვე დაკავებულია 21 წლის კაცი, რომელიც პოლიციის ცნობით, დალასის მკვიდრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×