ლარის დევალვაციამ ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიებზეც მოახდინა გავლენა. ბიზნესმენები შექმნილ პრობლემებზე დაუფარავად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ძვირადღირებული არც ტექნიკა და არც ავეჯი არ იყიდება. იმის გამო, რომ ბაზარზე რეალიზებული ტექნიკის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ფასებიც გაზრდა გარდაუვალი გახდა. შედარებით დარეგულირებული ვითარება ავეჯის მაღაზიებში, რადგან ადგილობრივი წარმოების საქონელი ბაზარზე დიდ წილს იკავებს.
ავეჯი და ტექნიკა საქართველოს მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანად იქცა, შესაბამისად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ახერხებს საშუალო ფენა მის შეძენას. ბოლო პერიოდში, როდესაც დოლარის კურსმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა.
ტექნიკის მაღაზიის მეპატრონე მერაბ დვალიშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან“ შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
„ავეჯის მაღაზიები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან ადგილობრივი წარმოების უამრავი ავეჯი არის ბაზარზე. შესაბამისად, მდგომარეობა მხოლოდ გაყიდვების კუთხით შეიძლება მათთან გაუარესდეს, ფასი კი ძირითადად უცვლელი დარჩება. მე კი წინასწარ გამოწერილი ტექნიკაში ლამის ორმაგი გადავიხადე, რადგან ლარი მოულოდნელად გაუფასურდა და სანამ შეკვეთილი ტექნიკა ჩამოვიდა, სარეალიზაციო ფასი გზაშივე გაიზარდა.
ქვეყანაში რთული მდგომარეობა, ხალხს უჭირს და არავინ ცდილობს შეიძინოს ახალი ტელეფონი. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ახერხებენ ტექნიკის შეძენას, ეს კი ჩემთვის როგორც ბიზნესმენისთვის ძალიან ცუდია. არ მაქვს მსხვილი ტექნიკის მაღაზია, რომელსაც აუცილებლად ჰყავს შეცვეული კლიენტი და მაინც მოახერხებს რეალიზაციის რაღაც დონეზე შენარჩუნებას. ასეთ პატარა მაღაზიებში კი მხოლოდ საშუალო და დაბალი ფენის მყიდველი მოდის ნივთის შესაძენად, მათ კი საშუალება საერთოდ აღარ აქვთ", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მერაბ დვალიშვილმა.
ლარმა შედარებით გამყარება დაიწყო, თუმცა ისტორიული გაუფასურების დროს შეძენილი ტექნიკის მარაგი კიდევ დიდხანს დარჩება დახლებზე მაღალ ფასად. მათი ამოყიდვა, რასაკვირველია, დროში გაჭიანურდება, რადგან საკვები და მედიკამენტები იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე ზამთრის მოლოდინში არასასიცოცხლო ნივთების ყიდვის უფლებას კიდევ დიდხანს ვერ მისცემს თავს.
თაკო ელოშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ტელეფონის შეძენისას ფასმა დააბრკოლა და სამომავლოდ გადადო:
„ჩემი ტელეფონი ოთხი წელია მაქვს და ახლის შეძენა წელს გადავწყვიტე. როგორც ჩანს, ცუდი დრო შევარჩიე ამისთვის. საკმაოდ გაძვირებული იყო და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ლარის დასტაბილურებას დავლოდებოდი. თუ ეს მალე მოხდება ხომ კარგი, მაგრამ თანდათან ვატყობ, რომ საშინლება ხდება ქვეყანაში. ავეჯისა და ტექნიკის კი არა, ხალხი საკვების შეძენას ვერ ახერხებს ნორმალურად“, - აღნიშნა თაკო ელოშვილმა.
თამარ ხარებავაც ადასტურებს, რომ ტექნკის და ავეჯის შეძენა მისი ოჯახისთვის შეუძლებელი გახდა.
„წინა წლებში ავეჯი თუ არ მომწონდა, მაშინვე ვცვდლიდი. ახლა კი გაფუჭების შემთხვევაშიც ვეღარ ვბედავ შეცვლას. ასეა ყველა. თუ ყოველდღიური და აუცილებელი მოხმარების საგანი არ არის, ვერავინ ახერხებს ავეჯისა ან ტექნიკის ყიდვას. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ვერ ვიყიდით და ეს ჩვენთვისაც ცუდია, მაღაზიისთვისაც, საბოლოო ჯამში კი ისევ ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება და უკან-უკან წავალთ", - აღნიშნა თამარ ხარებავამ.
მცირე მაღაზიების გარდა, დიდ ქსელებზეც აისახა ლარის გაუფასურების ნეგატიური ეფექტი. იმის მიუხედვად, რომ მწარმობლებთან მოლაპარაკებებს აწარამოებენ, რომ შეღავათებით ისარგებლონ, ეს სიტუაციას ვერ აბალანსებს და ტექნიკაზე ფასის ცვლილება სამომავლოდ მაინც იგეგმება.
"ტექნობუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აღნიშნავს, რომ მათთან ფასები ჯერ უცვლელია, მაგრამ მყუდველთა რაოდენობა შემცირდა:
„ჯერჯერობით ფასი არ გაზრდილა, რადგან ძველი შემოტანილი ტექნიკა გვაქს, მაგრამ ახალ პროდუქციაზე ფასი აუცილებლად გაიზრდება. ვცდილობთ მომწოდებლებთან ვაწამოოთ მოლაპარკება, რადგან მომხმარებნლებზე მძიმედ არ აისახოს ფასის სხვაობა. მეორე მხრივ, გაუფასურებულმა ვალუტამ მსყიდველუნარიანობა შეამცირა, თუცმა ამას იმხელა გავლენა მაინც არ მოუხდენია, რამდენიც საბანკო რეგულაციებმა მოახდინა", - აღნიშნა ქოქოლაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.