რეზონანსი
05.08.2019

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი იძულებული იქნება ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოება დაიწყოს, თუ შესაბამისი შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ამას აშშ გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და საგარეო დაზვერვის სამსახურს დაავალა, ყურადღებით დააკვირდნენ აშშ-ს ქმედებებს ამ მიმართულებით.

„თუ რუსეთისთვის ცნობილი გახდება, რომ აშშ-მ ასეთი სისტემები შექმნა და მათ წარმოებას იწყებს, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ სარკისებრი ზომები მივიღოთ და მსგავსი რაკეტები შევქმნათ", - განაცხადა პუტინმა.1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას" ტოვებს.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება". შეთანხმება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

რუსეთმა „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება" მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×