რეზონანსი
06.08.2019

 ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. გვირაბში ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან. გაფიცულები მშენებარე გვირაბში შესვლის და გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ.

გაფიცულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. მშენებლობაზე დასაქმებულები პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიურად 20 ლარიდან 30 ლარამდე მატებაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა. მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×