რეზონანსი
06.08.2019

2-დღიანი მოჩვენებითი სტაბილურობის შემდეგ, ლარი ისევ გაუფასურების გზას დაადგა. "ბლუმბერგის" სისტემაში ამ წუთებში 1 დოლარი 2.9175 ლარად იყიდება, ხოლო სავალუტო ჯიხურებში 2.92-იან ნიშნულს გადასცდა. თუ ასე გაგრძელდა, კვირის ბოლომდე გაცვლითი კურსი კვლავ 3.0-იან ზღვარს მიუახლოვდება. სწორედ ამიტომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები.

"ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ რა კურსზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ვთქვით, დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულებაც, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა. ლარის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ", - აღნიშნავს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×