რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პატრულის უფროსის მოადგილის ვაჟა სირაძის სიმამრთან სახლ გაქურდეს.

ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრია ის ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები.

სამართალდამცველებს ამ დრომდე საპატრულო პოლიციის უფროსის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულები არ დაუკავებიათ.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

„ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ სავარაუდოდ ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე ასე ვთქვათ შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. პოლიცია იყო მოსული. ჩანთა ეგდო იატაკზე. დედაჩემის დანაზოგი, ჰქონდა თავის ჩანთაში და ეს ჩანთა ეგდო იატაკზე, ამით მიხვდა," - აცხადებს ქავთარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×