რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება ლარის კურსს დასტაბილურებას მოახერხებს.

„ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები, ის ნეგატიური მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ ამპლიდუდაში. ეს დროის ფაქტორია, დარწმუნებული ვარ ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×