რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებსა და მათი დამსაქმებლის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასის მომატებაზე. შედეგად, სამოცივე გაფიცულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათ თავად მიიღეს.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×