(რეზონანსი) „გვარამიამ რუსთავი 2 - ში მისვლის დღიდან დაიწყო ფულის კეთება", - ამის შესახებ ეკონომისტი ირაკლი ლატარია ფეისბუქზე წერს.
„გვარამიამ „რუსთავი 2"-ში მისვლის დღიდან დაიწყო ფულის კეთება. ძალიან მაღალი ხელფასი არ იკმარა და „ატკატებზე" მუშაობდა. მურადაშვილს შეაქმნევინა კომპანია და შესყიდვებს, რასაც კი ახორციელებდა „რუსთავი 2"-ის ბიუჯეტიდან, ყველაფერში იხდიდა ძალიან ძვირს და ნებისმიერი პროდუქტის გამყიდველი, მურადაშვილის კომპანია იყო.
ანუ რა ხდებოდა? ათასს ლარიან პროდუქტს (ვთქვათ კომპიუტერის მონიტორი) მურადაშვილის კომპანია ყიდულობდა და ორი ათასს ლარად ყიდდა „რუსთავი 2"- ზე, გვარამიაზე. 100 ლარი სად მიდიოდა ალბათ ხვდებით.
ამ დროს, არც ბიუჯეტს უხდიდა და არც თანამშრომლებს ხელფასს. გვარამია არის ღორი, კორუმპირებული და ყველაზე ნაძირალა პიროვნება ვინც კი გამიგია. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ გვარამია აკეთებდა მილიონებს, მაგრამ „ეკიდა" თანამშრომლების შემოსავლები", - წერს ლატარია ფეისბუქზე.