რეზონანსი
06.08.2019

 (რეზონანსი) „ხელისუფლება არის გარკვეულ აფექტში", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტ გია ხუხაშვილი აკეთებს, რითაც „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არის გარკვეულ აფექტში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ხელისუფლებას ბოლომდე ვერაფერი ვერ მიყავს მე ვფიქრობ, რომ ეს კუნთების თამაში კუნთების თამაშად დარჩება და საბოლოო ჯამში ისევ მორიგ თვითდაზიანებას მიაყენებს" - აცხადებს „პრაიმტაიმთან" გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ვატო „თი ბი სი"-ს გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და უნდა დაებარათ წერეთელი გამოკითხვაზე.

„ვატო წერეთელი „თიბისის" გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს და ვნახოთ, პრინციპში აქამდეც უნდა გამოეკითხათ ჩემი აზრით. ამ საქმეზე აქამდეც უნდა გამოკითხულიყო, რადგან ესეთი ამბებია და საქმე ეხება კრედიტის აღებას. ამ გამოკითხვაში შორს გეგმებს არ დავინახავდი მე პირადად და იმედია ეს მხოლოდ გამოკითხვაა და მეტი არაფერი", - დასძინა მან.

ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მას თიბისის საქმეზე გამოკითხავენ.

ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.

ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხმიანება „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×