(რეზონანსი) ლევან ჯიქური, რომელიც აპრლის თვეში პროკურატურას შერჩევით სამართალში ადანაშაულებდა და თავის დაწვაპროკურატურასთან სცადა, წინასწარ პატიმრობაშია. როგორც მისი ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და კიდურები პარალიზებული აქვს.
„ლევან ჯიქური დაკავებულია. მას აღკვეთის სახით შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. შემდეგ გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ოჯახური მდგომარეობა და დატოვა ძალაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით შედეგებს. გირაოზე უარი გვეთქვა. პარალელურად მოლაპარაკებას ვაწარმოებ პროკურატურასთან, იქნებ გაგვიფორმოს საპროცესო შეთანხმება.
დაკავების შემდეგ მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. პარალიზებული აქვს კიდურები. ამჟამად, გადის მკურნალობას. აქამდე ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ წინასწარ პატიმრობა შეუფარდა, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმედი გვაქვს, რომ საპროცესო შეთანხმება შედგება, რადგან ლევანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია" - აცხადებს ლექსანდრე ზუბიაშივილი.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ლევან ჯიქურმა პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა. 7 თვის წინ, ნასვამ მდგომარეობაში ერთ-ერთი ნაცნობის ოჯახიდან პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მომხდარიდან 8 საათში ოჯახს ზარალი აუნაზღაურა და დაუბრუნა მოპარული ნივთი. ლევან ჯიბუტის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულს არ უჩივლია. ლევან ჯიქურს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
(პრაიმტაიმი)