რეზონანსი
07.08.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე. "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლი მშვიდობის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა, პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ, "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ პაციენტს მძიმე დაზიანებები აქვს და რეანიმაციაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 1 წელზე მეტია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მდინარეობს, არ არის განათება და დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. ავტომობილის მძღოლმა ჩაბნელებულ ქუჩაზე ბეტონის ჯებირი ვერ შეამჩნია და შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×