სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი ტვ "პირველთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვების შემდეგ, შესაძლოა ახალი სამიზნეები, საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე, "არჩევანის" წამყვანი გიორგი გაბუნია, "ნანუკას შოუს წამყვანი" ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა "აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე გახდნენ.
"დაიწყო ის დევნა, რომელსაც ისედაც ვფიქრობდით, რომ დაიწყებოდა, უბრალოდ რაღაცნაირად სიმბოლურიც გახდა ჩემი გაშვებით, რომ დაიწყეს.
შემდეგი სამიზნე აუცილებლად იქნება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ვფიქრობ, რომ ასევე შემდეგი შეიძლება იყოს გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. მაგრამ მე მგონია, რომ პირველ რიგში მელაძეთი დაიწყება, იმიტომ, რომ თუნდაც მელაძის გაშვება სიგნალი იქნება ბევრი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც შეიძლება ნაკლები სიმტკიცე გამოიჩინონ და ამან დემორალიზებაც გამოიწვიოს", - განაცხადა მურადაშვილმა.