რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) ლალი მოროშკინას ყოველდღიური ცხოვრება გარეცხილი თეთრეულის ფუთებით, საკვები პროდუქტებითა და სამშნებლო მასალით სიარული გახდა მას შემდეგ, რაც ბიზნესს შეეჭიდა და სიღნაღში საკუთარი სასტუმროები გააკეთა. ახალმა საქმემ მის ცხოვრებაშიც სიახლეები მოიტანა, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედა.

მოროშკინამ თავის ცხოვრების შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

"ვერა-ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბავშვობიდან უპირატესობას რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებს ვანიჭებ. პროვინციაში ისევ არის შემორჩენილი ქალის პატივისცემა, მოკრძალება. მოვლენ, დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. კახელმა მამაკაცმა შეიძლება რაღაც უხეშად გითხრას, მაგრამ არ მოგატყუებს. ვისთანაც ვმეგობრობ, ვიცი, სუფრასთანაც რომ ისხდნენ რაიმეში დამჭირდნენ, ადგებიან და მომეხმარებიან, არ მიღალატებენ.

მივიღე რისკიანი გადაწყვეტილება, წამოვედი სიღნაღში და აქაც მარტო ვშრომობ. ჩემს ერთ თაყვანისმცემელსაც არ უკითხავს, ამ პერიოდში რას ვჭამდი და ვსვამდი. მილიონრებიც რომლებიც შეკვეთილში სახლების ჩემს გვერდით ჰქონდათ, მშენებლობას რომ მოვრჩი, მერე მეუბნებოდნენ, ერთი გადარეკე იქნებ ასფალტი დაგვიგონო" - ამბობს ლალი მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×