"კი დაგვაბრამვა და დაგვთხარა თვალები ივანიშვილმა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რას მოუგონებს ახლა "ტვ პირველს". ლარი სად გარბის და რამდენი მილიონია შეჭმული ბიუჯეტში, ჯერ ეს საქმეები გამოიძიოს პროკურატურამ"- ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "ტვ პირველის" დამფუძნელის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სავარაუდოდ 8 აგვისტოს სასამართლოში დაიკითხება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად წერეთელმა მოითხოვა, რომელიც აცხადებს, რომ ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მაგრამ ხელისუფლების შანსი არის ნული და ყველას ვერ დაიჭერენ, ყველას ვერ დააშინებენ.
ოპოზიცია კი მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ შეეცდება პოლიტიკური რეპრესიები შეახონ ყველას, რადგან ეს არის მძიმე გზა და ამ გზაზე წარმატებას ვერავინ მიაღწევს.
"რის უფლებასაც ხალხი მისცემს ივანიშვილის სითავხედეს, იმდენს გააკეთებს ეს ოლიგარქი. ბოლომდე გავა და ფეხით გადათელავს ქართულ დემოკრატიას. ივანიშვილი იმას აკეთებს, რასაც პუტინი. იძიებს იმ საქმეებს, რომელიც მისი გარემოცვის ინტერესშია.
"კი დაგვაბრმავა და დაგვთხარა თვალები, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს - ახლა რას მოუგონებს "ტვ პირველს". ნახეთ სად გარბის ლარი და რამდენი მილიონია შეჭმული ბიუჯეტიდან, ჯერ ეს საქმეები გამოიძიოს, ვატო წერეთელს რომ იბარებს პროკურატურაში.
"ნუ შეგვეშინდება, ჩვენ სიტყვის თავისუფლების ამ კუნძულს მაინც დავიცავთ" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.