რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) მომღერალი მარიამ როინიშვილი აგვისტოს ომს იხსენებს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ის აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტს მანამ გააგრძელებს, სანამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ დასრულდება.

მარიამ როინიშვილი: - 2008 წლის ომი ეს არის უდიდესი ტკივილი სრულიად საქართველოსი და აქ არც მე ვარ გამონაკლისი. მაშინ საქართველომ კიდევ ერთხელ გაიღო სისხლი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის. ამაყი ვარ, რომ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და სხვა ქართველი გმირების თანამედროვე ვარ. დიდება მათ სულებს. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და ჩემი პროტესტიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსული ოკუპაცია. არა ოკუპაციას!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×