"ხელისუფლებას, როცა ძალიან გაუჭირდება, მაშინ მიმართავს რეპრესიულ და პროპაგანდისტულ მანქანას. რეპრესიებზე დაყრდნობა არის პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების მართვის სტილი. მაგრამ, ივანიშივლის აღარავის ეშინია, მისი ჭარბი ნდობა განულებულია, ხელისუფლება გაკოტრებული."
აცხადებს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "რეზონანსი" ბოლო მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაბურა.
"რეზონანსი": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, "რუსთავი 2" -ის შემდეგ ხელისუფლების სამიზნე "ტვ პირველი" გახდა, რადგან აღარ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა.
დავით ბერძენიშვილი: როდესაც ხელისუთფლებას ძალიან გაუჭირდება, ყოველთვის მიმართავს რეპრესიულ და პროპაგანდისტულ მანქანას. რეპრესიებზე დაყრდნობა არის პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების მართვის სტილი.
ივანიშვილს 2013 წელს არაფერი უჭირდა, არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდა. 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების დროსაც არ იყო მედია წნეხის ქვეშ. 2016 წლიდან ხელისუფლების მიმართ ნდობა დაიკარგა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კი საოცარი ფორმები მიიღო.
"რუსთავი 2"-ის შემდეგ ფრთაშესხმულ ივანიშვილს უნდა ხელში ჩაიგდოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მაგრამ 21 საუკუნის ციფრულ ეპოქაში, როცა თეფშებიც კი არ არის საჭირო, მედიაზე შეტევა არის ფუჭი.
"ტვ პირველის" დამფუძნებელს ედავებიან, რომ თურმე 2008 წელს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელებს ფული ასესხა, რა დროს ამის გახსენებაა, ეს არის მედიაზე შეტევა.
ბიძინა ივანიშავილს არ უნდა მისგან უკონტროლი სივრცე არსებობდეს, არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში და არც ბიზნესში, იგივე ხდება მედიაშიც.
მაგრამ, ივანიშვილის აღარავის ეშინია, მეფე შიშველია მისი ჭარბი ნდობა მოსახლეობაში განულებულია, ხელისუფლება კი გაკოტრებული. მან უნდა იცოდეს, რომ როცა იარაღს ააჟღარუნებ, წინააღმდეგობა მეტია.
2007 წლის აქციაზე დილით ხალხი კანტიკუნტად იყო, მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. იგივე მოხდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. ანუ შეტევას კონტრშეტევა მოჰყვება. დღეს ინიციატივა ივანიშვილის ხელში აღარ არის, ინიციატივა ხალხის ხელშია.
"რ": როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, პროპორციულ საარჩევნო სისტამაზე გადასვლის მორიგი რაუნდი დაიწყო და ამჯერად საარჩევნო კანონმდელობაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგინა, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. თქვენ როგორ შეაფასებედით ამ ცვლილებებს?
დ.ბ: აქ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი თემა: საკონსტიტუციო ცვლილება პროპორიუცლ საარჩენო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უკან არ წაიღო, როგორც ეს მოხდა 2015 წელს და ცვლილება დადგება პარლამენტში კენჭისყრაზე დიდი რეზერვით გავა, მაჟორიტარების კარტის გათამაშება აღარ გამოუვათ.
რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, აქ ხელისუფლება ცდილობს სათავისო ნაღმები ჩადოს, მაგალითად, ბლოკების აკრძალვა, როგორ მომზადდეს რეკლამა და ა.შ. ანუ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე საარჩევნო კანონდებლობაში შეტანილი ცვლილებები სათავისოდ გააფორმოს.
"რ": ხელისუფლება კიდევ ერთი ცვლილებისთვის ემზადებაო, ამჯერად მთავრობაში გეგმავს ცვლილებებს, თქვენი აზრით, რას მისცემს ხელისუფლებას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სამთავრობო ცვლილებები?
დ.ბ: არაფერს არ უშველის, ივანიშვილი წარსულის ნარჩენების გადმონაშთია. კიდევ ვიმეორებ, მისი ჭარბი ნდობა განულებულია, ხელისუფლება გაკოტრებული, თანაც ამ კაცმა პოლიტიკა ვერ ისწავლა, ასეთ ვითარებაში რაიმეს შეცვლა შეუძლებელია.