რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) რომ არა „ნაციონალური მოძრაობა", რუსეთი ზრახვას ვერ აისრულებდა. ომის ავტორი რუსეთია, თანაავტორი „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ იმედის ეთერში გააკეთა.

"ამ ომს ჰყავს ავტორი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზეა იდენტიფიცირებული - ეს არის რუსეთი, რომელმაც აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების უგულებელყოფით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. მაგრამ ასევე ამ ომს ჰყავს თანაავტორიც, მიუხედავად რუსეთის ამდაგვარი ზრახვისა, დიდი ხნის სურვილისა და ქმედებისა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა საქართველოს მიმართ საომარი რიტორიკა, რომ არა თანაავტორი, ენმ და მიხეილ სააკაშვილი, ის ამ ზრახვას ვერ აისრულებდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წლის შემდეგ გვაქვს უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, დაღუპული ადამიანები." - განცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×