რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ქართული ოცნების ნარატივი ზურაბიშვილის, ვოლსკის და ღარიბაშვილის შესრულებით - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სააკაშვილი ოკუპაციის თანაავტორი - არის მოღალატეობრივი და უკიდურესად საშიში.

ეს ნარატივი, უფრო სწორედ, მისი განშლა - სააკაშვილმა დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები არაშერჩევითი ცეცხლით, რომელიც პირველმა გახსნა - არის გზა, მიმავალი ომის დანაშაულამდე და განადგურებამდე ეთნიკური ნიშნით. ეს არის კოსოვოს აღიარების პრეტექსტი და ამას ამტკიცებს დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება შეთანხმებულად, მრავალ ხმაში.

საკუთარ ტერიტორიაზე თვითონ ხელისუფლება რომ კოსოვოს პრეცედენტს ამტკიცებს, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს? რამდენიც არ ვიფიქრე, ვერაფერი სხვა ვერ მოვიფიქრე: ქართული ოცნება გვამზადებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. თუ თავად არა, ბევრი ქვეყნისთვის იურიდიული წინაპირობის მიცემის გზით. ეს იქნება გამოუსწორებელი და შეუქცევადი ეროვნული კატასტროფა", - წერს გვარამია ფესიბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×