რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს, ოთხი დღის განმავლობაში ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ.

მერიის ინფორმაციით, დღეს, გვიან ღამით წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება.

„ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი ოთხი დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები", - ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×