"როგორც კი დაიწყება დავა აწყმოსა და წარსულს შორის აღმოჩნდება, რომ ვკარგავთ მომავალს" - ჩერჩილის ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვის არის დაწერილი.
"ამიტომ, მომავალი, რომ არ დავკარგოთ, წარსულზე განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმას სჯობს უკეთეს მომავალზე ვიზრუნოთ"- ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 11 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს.
სოსო ცისკარიშვილი: ამ წლების მანძილზე უამრავი მოსაზრება, შეფასება თუ ტყუილი მოვისმინეთ ამ ომთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ თავი და თავი ამ ტრაგედიის არის რუსეთი.
რა თქმა უნდა, იყო დაშვებული შედომები მაშინდელი ხელსუფლების მხრიდან, თუნდაც ის, რომ წაგებულ ომზე ატყდა ყიჟინა ომი მოვიგეთო. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს მოქმედი ხელიუფლების მხრიდან ასეთი კრიტიკა, წინა ხელისუფლების მიმართ არა მგონია საქმეს წაადგეს.
არ დავიღლები უდიდესი მოაზროვნის და სტრატეგის ჩერჩილის სიტყვების გამეორებით -"როგორც კი დაიწყება დავა აწყმოსა და მომავალს შორის, ჩვენ აღმოვჩნდებით, რომ ვკარგავთ მომავალს"- ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოსთვის არის დაწერილი.
ომს და წარსულს ისტორია შეაფასებს. ჩვენ კი ღრმად ჩავფიქრდეთ და ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე, როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა, დავიბრუნოთ ჩვენი ტეორიტორიები და ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
"რეზონანსი": უკეთესი მომავლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, როგორც ხელისუფლება ამბობს, ის ცვლილებებია, რომელიც მომავალ არჩევნებს უკავშირდება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ცვლილებები საარჩევთნო კანონმდებლობაში. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ამ ინიციატივას?
ს.ც: პროპორციული საარჩევნო სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს, არის ხარვეზები, თუნდაც ხელისუფლების მცდელობა - დაქსაქსოს ოპოზიცია და მომავალ პარლამენტში შეიყვანოს მისთვის სასურველი პატარ-პატარა პარტიები.
ასევე, მედიის საქმიანობაში ჩარევა, მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელები შორსი მედიისგან. მაგრამ, მიუხედავად ხარვეზებისა, ოპოზიცია "ოცნების" ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს და პოლიტიკურ ძალებში საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რა თქმა უნდა, კამათის ფონზე.
წინასწარი პროგნოზის გაკეთება, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მხოლოდ ამაზე აქცენტის გაკეთება არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოადგება, უნდა მივყვეთ პროცესს და ქართველი ხალხი თავის არჩევანს თავად გააკეთებს.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია, "ოცნებას" გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
"რ": საარჩევნო პროცესების კვლადაკვალ, როგორც ამბობენ, ცვლილებები იგეგმება მთავრობაში. ივანიშვილი სექტმებერში მთავრობის შეცვლას გეგმავს. რას მოუტანს ქვეყანას არჩევნებმდე ერთი წლით ადრე მთავრობის შეცვლა.
ს.ც: ვფიქრობ, რომ ჩვენი კადრებთუხუცესი მომავალი მთავრობისთვის მარტივად შეარჩევს ისეთივე "წარმატებულ" მინიტრებს, როგორიც დღეს გვყავს. ამიტომ, დიდ ცვლილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობიდან არ ველი და ალაბთ ისევ "გართობის მთავრობა" იქნება.
მაგრამ, თუ ცვლილებების აუცილებობა დადგება, უნდა შეიცვალოს ეკონომიკური გუნდი, იმ სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქართულ ეკონომიკაშია.
ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა შექმნას ეკონომიკური საბჭო 15 კაცის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტდებოდა მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით, ასეთების პოვნა საქართველოში არ გაჭირდება, მითუმეტეს სამენციერო წრეებში.
საბჭოს შემდაგენლობაში არ შევა ეკონომიკის მინისტრი, ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა და შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. ასეთი პრაქტიკა არსებობს განვითარებულ ქვეყნებში.
"რ": თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს ისევ პრემირე- მინისტრად და შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ერთი წლის წინ გასცა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
ს.ც: ივანიშვილს, რომ პრემიერ-მინისტრობის სურვილი ჰქონდეს, დიდი ხანია ამ სავარძელში იჯდებოდა. გამორიცხულია, რომ ის ამ თანამდებობაზე დაბრუნდეს, ამიტომ, ტყუილად ნუ ირჯებიან ჩემი კოლეგები.